Wednesday, October 26, 2011

ტყის ბინადრები


1.       .პროექტის სახელი:ტყის ბინადრებ
2.     პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა შეძლონ ტყის ზოგიერთი ნადირის ამოცნობა და დასახელება. გააცნობიერონ, რომ არსებობს საჭმელი და შხამიანი სოკოები. შეძლონ პრობლემის დანახვა და გადაჭრის გზების ძიება.
3.     . პროექტის სრული აღწერა:ეს პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ტყეში იზრდება როგორც საჭმელი, ასევე შხამიანი სოკოები, რომელთა მიმართ დიდი სიფრთხილის გამოვლენაა საჭირო.ასევე პროექტის მიზანია ბავშვების მიერ ტყის ბინადარი ცხოველების ამოცნობა და დასახელება, პრობლემის დანახვა და გათავისება, გადაჭრის გზების მოძიება.
4.       მონაწილეთა ასაკი:5–6წელი
5.      .პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.      .პროექტის შესაძლო აქტივობები  კლასში და კლასის გარეთ:აქტივობა ,,ტყუილი თუ მართალი“, აქტივობა ,,ცხოველების დამზადება“, აქტივობა ,,სათამაშო ცხოველებითა და ნაძერწებით მინი ზოოპარკის კუთხის მოწყობა“,  ინტერვიუები, ჩანაწერები, გამოფენა, ექსკურსია ზოოპარკში.
7.      .მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ჩანახატები, წიგნი.
8.      .სარგებელი სხვებისთვის:პროექტის ორივე მხარე მიიღებს საინტერესო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამოცდილებას, მოხდება მათი დაახლოება. პროექტის სამიზნე ჯგუფს პირველ რიგში გაუჩნდება ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, შემოქმედებითობაზე ორიენტირებული მოლოდინები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება საზოგადოებაში გავრცელებული დამოკიდებულებების ტრანსფორმაცია.
9.         სამუშაო ენა:ქართული ენა.
10.  .მონაწილეები სხვა სკოლიდან:გორის 12 საჯარო სკოლა.
11.  .საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება, ქართული, ხელოვნება, ისტ–ი.
12.  .პროექტის ფასილიტატორი:დალი სებისკვერაძე
13.  .პროექტის ფორუმი/დისკუსია:პროექტი ,,ტყის ბინადრები“
14. .ფასილიტატორის ელ.ფოსტა:dali.sebiskveradze@gmail.com

Saturday, July 30, 2011

მოვიარე საქართველო


1.      პროექტის სახელი:   ,,მოვიარე  საქართველო“
2.      პროექტის მიზანი: აზროვნებისა და მეტყველების განვითარება.  
–სწორი და გამომეტყველებითი  კითხვის ჩვევების დაუფლება.
–ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
–სიტყვის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვება.
–ტექსტის აღქმა.
–გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათ ტრადიციებს და მიმდინარე სიახლეებს.
3.      პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ყურადღებას ამახვილებს სამშობლოსა და სწავლის სიყვარულის შესახებ. კლასში მოვიწვევთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მოღვაწეობას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. გაიმართება დიალოგი მოსწავლეებს,მოწვეულ სტუმრებსა და მასწავლებელს შორის. ეკრანის საშუალებით ნახავენ საქართველოს კუთხეებს,გაეცნობიან მათ კულტურას და ტრადიციებს,ნახავენ როგორი აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობს რიგ კუთხეებში. გადაიღებენ ვიდეოკადრებს და სურათებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. მოხდება მუშაობა წყვილებში(წყვილები უზიარებენ შეხედულებებს ერთმანეთს). ამის შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებათ, თითოეული ჯგუფი აირჩევს სასურველ კუთხეს(ქართლი, კახეთი, იმერეთი, სვანეთი, აჭარა, რაჭა–ლეჩხუმი,გურია, სამეგრელო, მესხეთ–ჯავახეთი) და ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით შეასრულებენ ნახატს ,,ჩემი ლამაზი სამშობლო“, მოეწყობა ამ ნახატების პრეზენტაცია. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს.
4.      მონაწილეთა ასაკი:6–7 წელი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.      მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები  გაეცნობიან სამშობლოსა და სწავლის სიყვარულს,გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული  უნარ–ჩვევები.
7.      სარგებელი სხვებისთვის:მოძიებულ ინფორმაციებსა და სურათებს ნახავენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.მოეწყობა დისკუსია–ვინ მეტი იცის  საქართველოს შესახებ.
8.      სამუშაო ენა:ქართული ენა.
9.      მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ბუნება,ხელოვნება,ისტი.სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს საქართველოსა და სწავლის შესახებ.
11.  პროექტის ფასილიტატორი:დალი სებისკვერაძე
12.  ფასილიტატორის ელ.ფოსტა:dali.sebiskveradze@gmail.com

Monday, March 14, 2011

გინდა ჯანმრთელი იყო?



1.      პროექტის სახელი:გინდა ჯანმრთელი იყო?
2.      პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა გააცნობიერონ ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის,გამოიკვლიონ ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილებები (გულისცემა,სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს, გამოუმუშავდეთ დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი და გაუჩნდეთ სურვილი იყვნენ  ძლიერები,ჯანმრთელები და ლამაზები.
3.      პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციასრა  მჭირდება ჯანმრთელობისთვის.მოწვეული ეყოლება ექიმი, რომელიც გაესაუბრება მოსწავლეებს,შემდეგ რამოდენიმე მოსწავლეს მოუსმენს ფონენდოსკოპით,ავარჯიშებს და ვარჯიშის შემდეგ ისევ მოუსმენს, მოხდება დაკვირვება გულისცემასა და სუნთქვაზე. პროექტორის საშვალებით აჩვენებს თუ როგორ ვარჯიშობენ სპორცმენები, ბუნებაში  თამაში, კვება. გაიმართება  საკლასო დისკუსიამოსწავლეები დაუსვავენ შეკითხვებს ექიმსა და მასწავლებელს.გადაიღებენ სურათს მოწვეულ სტუმართან ერთად.–მოხდება მუშაობა წყვილებში(დღის რეჟიმის შესახებ).მასწავლებელი აკვირდება და ხელს აწევინებს იმ მოსწავლეებს, ვინც ახსენა, რომ წინა დღეს ივარჯიშა.შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან სამ  ჯგუფად,თითოეული  ჯგუფი ირჩევს სასურველ სპორცმენს და მოიძიებს სასუეველ ინფორმაციას  ინტერნეტის  და ბიბლიოთეკის საშუალებით . შეასრულებენ ნახატსვივარჯიშოთ ყველამ ერთად და მოეწყობა ამ ნახატების პრეზენტაცია.
4.     მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან რა შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი  წესით ცხოვრებას, გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული უნარჩვევები.
7.      სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ ინფორმაციებსა და სურათებს ნახავენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.მოეწყობა დისკუსიავინ მეტი იცის ჯანმრთელობის შესახებ.
8.      სამუშაო ენა:ქართული ენა.
9.      მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება და სპორტი.სვამს კითხვებს და  ეძებს პასუხებს ჯანმრთელობის  შესახებ.
11.  პროექტის ფასილიტატორი:დალი სებისკვერაძე
12.  ფასილიტატორის ელ.ფოსტ:dali.sebiskveradze@gmail.com