Monday, March 14, 2011

გინდა ჯანმრთელი იყო?



1.      პროექტის სახელი:გინდა ჯანმრთელი იყო?
2.      პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა გააცნობიერონ ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის,გამოიკვლიონ ორგანიზმში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილებები (გულისცემა,სუნთქვა) ფიზიკური ვარჯიშის დროს, გამოუმუშავდეთ დადებითი დამოკიდებულება ფიზიკური ვარჯიშისადმი და გაუჩნდეთ სურვილი იყვნენ  ძლიერები,ჯანმრთელები და ლამაზები.
3.      პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციასრა  მჭირდება ჯანმრთელობისთვის.მოწვეული ეყოლება ექიმი, რომელიც გაესაუბრება მოსწავლეებს,შემდეგ რამოდენიმე მოსწავლეს მოუსმენს ფონენდოსკოპით,ავარჯიშებს და ვარჯიშის შემდეგ ისევ მოუსმენს, მოხდება დაკვირვება გულისცემასა და სუნთქვაზე. პროექტორის საშვალებით აჩვენებს თუ როგორ ვარჯიშობენ სპორცმენები, ბუნებაში  თამაში, კვება. გაიმართება  საკლასო დისკუსიამოსწავლეები დაუსვავენ შეკითხვებს ექიმსა და მასწავლებელს.გადაიღებენ სურათს მოწვეულ სტუმართან ერთად.–მოხდება მუშაობა წყვილებში(დღის რეჟიმის შესახებ).მასწავლებელი აკვირდება და ხელს აწევინებს იმ მოსწავლეებს, ვინც ახსენა, რომ წინა დღეს ივარჯიშა.შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან სამ  ჯგუფად,თითოეული  ჯგუფი ირჩევს სასურველ სპორცმენს და მოიძიებს სასუეველ ინფორმაციას  ინტერნეტის  და ბიბლიოთეკის საშუალებით . შეასრულებენ ნახატსვივარჯიშოთ ყველამ ერთად და მოეწყობა ამ ნახატების პრეზენტაცია.
4.     მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.      მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან რა შეიძლება მოჰყვეს არაჯანსაღი  წესით ცხოვრებას, გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული უნარჩვევები.
7.      სარგებელი სხვებისთვის: მოძიებულ ინფორმაციებსა და სურათებს ნახავენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.მოეწყობა დისკუსიავინ მეტი იცის ჯანმრთელობის შესახებ.
8.      სამუშაო ენა:ქართული ენა.
9.      მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება და სპორტი.სვამს კითხვებს და  ეძებს პასუხებს ჯანმრთელობის  შესახებ.
11.  პროექტის ფასილიტატორი:დალი სებისკვერაძე
12.  ფასილიტატორის ელ.ფოსტ:dali.sebiskveradze@gmail.com

No comments:

Post a Comment