Saturday, July 30, 2011

მოვიარე საქართველო


1.      პროექტის სახელი:   ,,მოვიარე  საქართველო“
2.      პროექტის მიზანი: აზროვნებისა და მეტყველების განვითარება.  
–სწორი და გამომეტყველებითი  კითხვის ჩვევების დაუფლება.
–ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
–სიტყვის ფორმასა და შინაარსზე დაკვირვება.
–ტექსტის აღქმა.
–გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათ ტრადიციებს და მიმდინარე სიახლეებს.
3.      პროექტის სრული აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ, ყურადღებას ამახვილებს სამშობლოსა და სწავლის სიყვარულის შესახებ. კლასში მოვიწვევთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც მოღვაწეობას აგრძელებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. გაიმართება დიალოგი მოსწავლეებს,მოწვეულ სტუმრებსა და მასწავლებელს შორის. ეკრანის საშუალებით ნახავენ საქართველოს კუთხეებს,გაეცნობიან მათ კულტურას და ტრადიციებს,ნახავენ როგორი აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობს რიგ კუთხეებში. გადაიღებენ ვიდეოკადრებს და სურათებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად. მოხდება მუშაობა წყვილებში(წყვილები უზიარებენ შეხედულებებს ერთმანეთს). ამის შემდეგ მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებათ, თითოეული ჯგუფი აირჩევს სასურველ კუთხეს(ქართლი, კახეთი, იმერეთი, სვანეთი, აჭარა, რაჭა–ლეჩხუმი,გურია, სამეგრელო, მესხეთ–ჯავახეთი) და ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით შეასრულებენ ნახატს ,,ჩემი ლამაზი სამშობლო“, მოეწყობა ამ ნახატების პრეზენტაცია. ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს.
4.      მონაწილეთა ასაკი:6–7 წელი.
5.      პროექტის ხანგრძლივობა:ერთი თვე.
6.      მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები  გაეცნობიან სამშობლოსა და სწავლის სიყვარულს,გამოუმუშავდებათ წიგნთან მუშაობისა და ინფორმაციის მოძიების ელემენტარული  უნარ–ჩვევები.
7.      სარგებელი სხვებისთვის:მოძიებულ ინფორმაციებსა და სურათებს ნახავენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები.მოეწყობა დისკუსია–ვინ მეტი იცის  საქართველოს შესახებ.
8.      სამუშაო ენა:ქართული ენა.
9.      მონაწილეები სხვა სკოლიდან:
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული, ბუნება,ხელოვნება,ისტი.სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს საქართველოსა და სწავლის შესახებ.
11.  პროექტის ფასილიტატორი:დალი სებისკვერაძე
12.  ფასილიტატორის ელ.ფოსტა:dali.sebiskveradze@gmail.com

No comments:

Post a Comment